საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდების განრიგს აქვეყნებს. დამამთავრებელი კლასისი მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, მათემატიკასა და უცხო ენაში ჩააბარებენ. 12-კლასელთა საატესტატო გამოცდები 21 მაისიდან იწყება.
გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (მე-12 კლასი) ჩატარების განრიგს:
§ 21 მაისი:
ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული, როგორც მეორე ენა;
გეოგრაფია.
§ 22 მაისი:
უცხოური ენები;
ბიოლოგია.
§ 23 მაისი:
ისტორია;
ფიზიკა.
§ 24 მაისი:
მათემატიკა;
ფიზიკა.
§ 25 მაისი - ქიმია