"შევთხოვთ თამარ მეფეს, რომ აღავლინოს ლოცვა"

2017-05-14 17:04:29

საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  წმინდა მეფის თამარის ხსენების დღეს მის ღვაწლზე იქადაგა.
"თამარ მეფე გამოირჩევა თავისი დიდი სულიერებით, დიდი თავდადებით. თამარ მეფემ ნახა სიზმარში, რომ ორი ტახტი იდგა - ერთი ბრწყინვალე და მეორე მომცრო. თამარს უნდოდა დამჯდარიყო დიდ ტახტზე და უთხრეს - ეგ შენი ტახტი არ არისო. ვისია ეს ტახტიო და შენი მორჩილისო. რა გააკეთა ამისთანაო? -12 მღვდელს შეუკერა შესამოსელი და 12 ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა ამ შესამოსელითო. თამარმა მოატანინა მატყლი, თვითონ დართო, თვითონ მოქსოვა, თვითონ შეკერა და ასე აღასრულა ეს დავალება, ეს ხილვა. თამარ მეფე გარდაიცვალა სულ ახალგაზრდა, მაგრამ თამარის ცხოვრების პერიოდი არის ჩვენი ისტორიის ოქროს ხანა. დღეს შევთხოვთ თამარ მეფეს, რომ აღავლინოს ლოცვა საქართველოს მშვიდობისთვის, დაწყნარებისთვის, თავისუფლებისა და მთლიანობისთვის" - ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ წირვა-ლოცვაზე.