რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 3 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, 3-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.
როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 5 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნა.