ტესტზე პასუხის ვადა შემოკლდა

2020-05-23 13:50:43

ახალი კორონავირუსის ტესტზე პასუხის გაგება უკვე რუსთავში არსებულ ლაბორატორიაშიც იქნება შესაძლებელი.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსებულ ცხელების ზონასა და მარდალეიშვილის ცენტრს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ხვალიდან, რუსთავის ცხელების ზონაში აღებული ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშები არა თბილისში, არამედ რუსთავშივე, "ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში"  გაიგზავნება.

ქალაქში PCR ტესტების ლაბორატორიული კვლევების ჩატარება იქნება შესაძლებელი.

"ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, საკმაოდ მძლავრი ლაბორატორია აქვთ პისიარ ტესტებზე და თბილისში აღარ მოგვიწევს ტარება,  პასუხი კი უფრო სწრაფად იქნება. დაყოვნება პაციენტების იქნება მინიმალური დროით, ჩვენც სწრაფად გვეცოდინება დასკვნები და ცხელების ცენტრიც უფრო მალე განიტვირთება. დროის ეკონომია, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი პაპუნა ბახტაძე.

შეგახსენებთ, საკვლევი მასალები რუსთავის ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნებოდა.