ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2020-06-23 12:20:17

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს “ტოიოტასა” და “მაზდას” მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მას ადილზე უტარდება პირველადი სამედიცინო დახმარება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.