აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება

2020-06-23 11:02:03

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წლის ბოლომდე აშშ-ში რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა შეაჩერა.

კერძოდ, საუბარია H1-B, L-1, H-2B და ასევე J კატეგორიის ვიზებზე, რომლებიც განკუთვნილია როგორც მაღალკვალიფიციური სპეიალისტებისთვის, ასევე სეზონურად დასაქმებულებისთვის და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ კორონავირუსის გამო აშშ-ში უმუშევრობა გაიზარდა. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ამ შეზღუდვით ამერიკელებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შენარჩუნდება.

“პრეზიდენტი ტრამპი წლის ბოლომდე აგრძელებს პაუზას ვიზების გაცემაზე, რომ მოხდეს კორონავირუსის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის პროცესში ამერიკელების სამუშაო ადგილების პირველ ადგილზე დაყენება”, – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ ტრამპის განკარგულება შესაძლოა, 31 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდეს.