აქცია-პერფომანსი რუსთავში [photo]

2020-06-22 20:38:51

რუსთავში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, სოციალური პროექტის ,,გავიგუდეს'' წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. [ვიდეო/video]

რუსთაველმა აქტივისტებმა პირდაპირი ეთერის საშუალებით მაყურებელს ეკოლოგიურ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით მათი სამომავლო გეგმები გააცნეს.

აქტივისტები გვიან შემოდგომაზე რუსთავის ტერიტორიაზე ნერგების დარგვას აპირებენ, რისთვისაც თანხას აგროვებენ. ამ დროისთვის შეგროვებული აქვთ 700 ლარამდე.  თანხის შეწირვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

"ჩვენი დღევანდელი დღე დაკავშირებულია პირველ რიგში რუსთავის ეკოლოგიურ ამბებთან. მეორე რიგში კი, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე არის დონაციის ლინკი მითითებული, რომლითაც გვიან შემოდგომაზე ვაპირებთ დავრგოთ 10 000 ლარის ნერგები რუსთავში. რაც ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია.

ძირითადი მესიჯი დღეს არის დონაციის ამბავი და ის, რომ გავაცანით ადამიანებს ჩვენი და "გავიგუდეს" მოძრაობის გეგმები, რა ცვლილებებეს უნდა ველოდეთ ეკოლოგიური კუთხით რუსთავში და არა მარტო რუსთავში, მთლიანად საქართველოში. ამ ყველაფერს, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვხატავთ კულტურული ნაბიჯით",- განუცხადა ინფო რუსთავს "გავიგუდეს" ერთ-ერთმა აქტივისტმა დათა ცინცაძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები