რუსთავის ცენტრალური საავამდყოფოს ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილ საკვლევ მასალაზე ტესტის პასუხი დადებითია, რაც იმას ნიშნავს რომ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კოვიდ19 84 წლის ქალს დაუდგინდა, მას ვირუსი ასევე ინფიცირებული მეუღლისგან გადაედო.
ქმრისთვის კოვიდინფიიცირების დადასტურების შემდეგ, ქალი რუსთავის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც მას სიპმტომები აღენიშნებოდა ქალი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში მოათავსეს.
როგორც საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ქალი უკვე გადაყვანილია მცხეთაში მდებარე კოვიდცენტრში, სადაც მკურნალობას მისი მეუღლეც გადის.
ცოლ-ქმარს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.