სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ადგილები ემატება

2020-05-22 17:15:57

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით საჯარო სკოლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ 2020-2021 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა მისაღებად ადგილები დაამატონ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 80-მდე სკოლა ადგილებს დაამატებს და მათ შორის მოხვდა რუსთავის 8-სკოლაც.

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ იმ სკოლების ჩამონათვალს, სადაც პირველ კლასელთა მისაღებად ადგილები დაემატა.

რუსთავის N1 საჯარო სკოლა- დაემატება 50 ადგილი.

რუსთავის N3 საჯარო სკოლა- ქართულ სექტორს დაემატება 25, რუსულს 25 ადგილი.

რუსთავის N8 საჯარო სკოლა- დაემატება 50 ადგილი.

რუსთავის N9 საჯარო სკოლა- დაემატება 50 ადგილი.

რუსთავის N13 საჯარო სკოლა- დაემარება 25 ადგილი.

რუსთავის N15 საჯარო სკოლა- დაემატება 25 ადგილი.

რუსთავის N20 საჯარო სკოლა- დაემატება 50 ადგილი.

რუსთავის N23 საჯარო სკოლა- დაემატება 50 ადგილი.

სამინისტროს ცნობით, 2020-2021 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 23 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები