რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-06-22 11:46:29

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 5 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, 5-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 1 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნა.

აღსანიშნავია რომ მძღოლს რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებდა, საზღვარზე, სწრაფი ტესტით პასუხი დადებითი ჰქონდა, სწორედ მისი საკვლევი მასალა გადააგზავნზეს ლუგარის ლაბორატორიაში და თუ პასუხი კვლავ დადებითი იყო მაშინ პაციენტს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

აქვე შეგახსენებთ რომ სწრაფი ტესტით, რუსთავის ცხელების ზონაში ამ დრომდე 20-მდე ადამიანს ჰქონდა პასუხი დადებითი, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი საკვლევი მასალის შემდეგ მათი პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა და პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.