რუსთავში ახალი რესტორანი გაიხსნა [photo]

2020-06-19 18:22:11

იქ, სადაც ადრე "სალდათას" რესტორანი იყო, რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე, კერძოდ კი მშენებელთა ქუჩაზე, ახალი რესტორანი "უდარდელა" გაიხსნა. ®

"უდარდელა " მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.

ქართული ტრადიციული და რაც მთავარია, უგემრიელესი კერძები რესტორნის სტუმრებს საკმაოდ მისაღებ ფასებში შეუძლიათ დააგემოვნონ. გარდა ამისა, სტუმრებს შეუძლიათ ობიექტში არსებული რამდენიმე სივრციდან დროის გასატარებლად მათთვის სასურველი გარემო აირჩიონ.

"უდარდელაში" 150 კაციანი მთავარი დარბაზი, მცირე დარბაზები, 6, 12 და 15 კაცზე გათვლილი კუპეებია განთავსებული, მომხმარებლებს მასპინძლობენ რესტორნის ეზოშიც, რომელიც ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტში სტუმრების გამასპინძლება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება.

თუ გსურთ, დრო გაატაროთ სასიამოვნოდ და მიირთვათ გემრიელად, ნატურალ პროდუქტებზე დამზადებული, უგემრილესი კერძები, აუცილებლად უნდა ესტუმროთ "უდარდელას".

რესტორანი ფუნქციონირებს ყოველდღე 09:00 სასათიდან 00:00 საათამდე. მოქმედებს მიტანის სერვისიც. შეკვეთის გსაკეთებლად უნდა დარეკოთ ნომერზე: 591 970 979