რუსთავში, ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე ხეები დარგეს.
საინფორმაციო სააგენტომ "ინფო რუსთავის" ინფორმაციით მუნიციპალიტეტმა კერძო ბიზნესთან ერთად 10 უნგრული ცაცხვი დარგო.
"სასიამოვნოა ჩვენთვის როცა კერძო ბიზნესი მუნიციპალიტეტთან ერთად აქტიურად არის ჩართული გარემოს გამწვანებაში" - განაცხადა "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.
შეგახსენებთ, რომ კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოები დასრულების ფაზაშია, ამჟამად რეკრეაციული სივრცის, გამწვანება-კეთილმოწყობა მიმდინარეობს.