"რუსთავი განსაკუთრებულად მიყვარს"

2020-06-18 18:10:14

რა აკავშირებს მამუკა ხაზარაძეს რუსთავთან, რაც მისი მხრიდან ამ ქალაქისადმი განსაკუთრებული სიყვარულის მიზეზი ხდება?

ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტის შესახებ "ლელოს" ლიდერმა "ინფო რუსთავს" უამბო. აღმოჩნდა, რომ ხაზარაძის მშობლების სიყვარულის ისტორია სწორედ რუსთავიდან იწყება.

"ჩემთვის პირადად რუსთავი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი. ჩემმა მშობლებმა აქ გაიცნეს ერთმანეთი და მე გარკვეული სენტიმენტები მაქვს რუსთავის მიმართ. მამა მუშაობდა მეტალურგიის ქარხანაში, დედას ახალი დამთვარებული ჰქონდა სამედიცინო და განაწილებით მუშაობდა როგორც დამწყები ექიმი. პირველი წლები მათ გაატარეს სწორედ აქ, ამ ქალაქში ცხოვრობდნენ და ამის შემდეგ ჩვენს ოჯახს ძალიან ბევრი რუსთაველი მეგობარი ჰყავს, ისინი არიან არაჩვეულებრივი ადამიანები", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" მამუკა ხაზარაძემ.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები