რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-06-17 11:28:37

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 12 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

ბახტაძის ინფორმაციით, 12-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ გაიგზავნება პაციენტების საკლვლევი მასალები, ტესტების პასუხები კი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი.