რუსთაველები რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

2017-05-12 22:04:44

რუსთაველები რომლებიც თბილისში იმყოფებიან რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. კომპანია "ინტერტრანსის" მარშრუტზე რუსთავი-თბილისი (სპორტის სასახლე) გარკვეული შეზღუდვებია. მგზავრების ნაწილი აცხადებს რომ უკვე ნახევარ საათზე მეტია მიკრო ავტობუსს ელოდებიან, მათი თქმით ტრანსპორტს 50 ადამიანამდე უცდის. კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ სამარშრუტო ხაზზე პრობლემა გადატვირთულმა მოძრაობამ შექმნა, კონკრეტულად კი საავტომობილო საცობებმა. შეგახსენებთ რომ აღნიშნული ლოკაციიდან ბოლო მიკრო ავტობუსი რუსთავის მიმართულებით ღამის 1 საათზე გამოვა.