იტალიაში ქართველი დააკავეს

2020-06-16 13:08:54

იტალიაში 33 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

კ.მ-ს დაკავების დროს მოპარული ნივთები ზურგჩანთაში ჰქონდა დამალული.

პოლიციამ მამაკაცს დოკუმენტების წარდგენა და ზურგჩანთის შემოწმება სთხოვა.

რაზეც მამაკაცს ცუდი რეაქცია ჰქონდა, პოლიციას ზურგჩანთა ესროლა და გაიქცა.

სამართალდამცავებმა მისი დაკავება მაინც მოახერხეს.

მოპარულ ნივთებს შორის ლეპტოპი, ოქროს სამკაულები და ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები იყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები