ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე [video]

2020-06-16 01:14:40

თბილისში, ვარკეთილში, კერძოდ კი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. [ვიდეო/video]

ცეცხლი შერეულ ბაზარზე გაჩნდა და დაიწვა 1000 მ2 ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის, განცხადებით, სახანძრო სამაშველო სამსახურის დახმარების რუსთავიდან და წყნეთიდან გამოძახება გახდა საჭირო.

ცეცხლის ჩასაქრობათ ბაზრის ტერიტორიაზე 25 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი პირი.

ერთ-ერთი არის პოლიციელი, რომელმაც კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის სამედიცინო დაწესებულებაში ფეხის ტრავმით გადაიყვანეს.

უკვე დაწყებულია ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები