იტალიაში ქართველი დააკავეს

2020-06-13 13:10:08

იტალიაში მაგლიანას დასახლებაში 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ბინების ქურდობის გამო იძებნებოდა და სწორედ ერთ-ერთი სახლის ძარცვის დროს დააკავეს.

მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაჭერა და დაკავება მაინც მოახერხა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები