კორონავირუსის ახალი შემთხვევა რუსთავში

2020-06-13 12:04:52

რუსთაველ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქალი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგზარდა ქალი თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, რადგან მის კოლეგებს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებულის კონტაქტები მოძიებულია და მათი საკვლევი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.