მძღოლებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები

2017-05-12 11:47:04

რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, საგზაო უსაფრთხოების წესებში:

  • მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ ან სატრანსპორტო საშუალების უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის, რომელსაც კალთაში უზის 3 წლამდე ბავშვი, მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა."
  • თუ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა იმდენად შემცირდება, რომ ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს გაუტოლდება, აღნიშნული ქულების რაოდენობა ამოწურულად ჩაითვლება. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვა იწვევს ამ მართვის მოწმობის მფლობელისათვის მინიჭებული ყველა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
  • პირს, რომელსაც მართვის უფლება აშეუჩერდა, მართვის უფლება აღუდგება მისი შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლისთანავე ან მართვის უფლება ვადამდე აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. პირი მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაიშვება.
  • საქართველოში გაცემულ მოქმედ მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე
  • ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ ვრცელდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირების წესი.