საქართველო სომხეთს დაეხმარება

2020-06-11 12:18:01

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ საქართველო სომხეთს კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

კერძოდ, საქართველოდან მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად გაგზავნიან სამედიცინო პერსონალს.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა მდგომარეობა, მე პირადად ყოველდღიურ კავშირში ვარ სომხეთის პრემიერთან ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობელებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს, ეს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სომხეთში კორონავირუსის გამო ისევ მძიმე მდგომარეობაა, ხოლო 24 საათში ვირუსისგან 18-ით გაიზარდა, ხოლო ინფიცირება 566-ით. ქვეყანაში ამ დროისთვის 14 669 კოვიდინფიცირებულია, 245 გარდაცვილილი, გამოჯანმრთელება კი 5466 შეძლო.

ბოლო მონაცემებით აზებაიჯანში კორონავირუსით 8530 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 102, ხოლო გამოჯანმრთელდა 4720 ადამიანი.

მძიმეა ვითარება ასევე რუსეთში, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონს უკვე გასცდა. ბოლო 24 საათში 8 779 ადამიანი შეემატა კოვიდინფიცირებულთა რიცხვს, 174 კი გარდაიცვალა.     ამ დორის მონაცემებით რუსეთში 502 436 ინფიცირებულია, გარდაცვლილია 6532, ხოლო გამოჯანმრთელება შეძლო 261 150.

რაც შეეხება თურქეთს, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში სულ კორონავირუსის 173 036 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 4746, ვირუსის დამარცხება კი 146 839 შეძლო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები