რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება [video]

2020-06-11 11:50:36

12 ივნისს, პარასკევს, კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში, წყალმომარაგების ძირითად ობიექტებზე - ხრამის სათავე ნაგებობასა და სატუმბო სადგურზე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. [ვიდეო/video]

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარების პერიოდში, ქალაქ რუსთავის სასმელი წყლის რეზერვუარის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.

კომპანიის ტექნიკურ ბრიგადები რთულ ტექნიკურ სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში შეასრულებენ. აღნიშნულ პერიოდში, 12 ივნისს, დილის 10:00 საათიდან, 13 ივნისის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს.

სამუშაობის მიმდინარეობისას, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.