კორონავირუსი უჰანში შესაძლოა აგვისტოშიც იყო

2020-06-09 20:50:58

ჰარვარდის ახალი სამედიცინო კვლევის მიხედვით კორონავირუსის შემთხვევევბი უჰანში შესაძლოა 2019 წლის აგვისტოშიც იყო.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვლევის დროს გამოიყენეს სატელაიტის დროს გადაღებული სურათები, რომლებშიც ასახული იყო უჰანის ყველაზე დიდი საავადმყოფოების საპარკინგესივრცეები.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2018 წლის აგვისტოს თვისა და 2019 წლის იგივე პერიოდის სურათების შედარებით აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოს 2019 წლის აგვისტოში უფრო მეტმა ადამიანმა მიმართა, ანუ გაზრდილი იყო მიმართვიანობა წინ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მკვლევრების თქმით დაზუსტებით არ შეიძლება თქმა პირდაპირ არის თუ არა კავშირი პაციენტების ზრდა კორონავირუსთან, თუმცა ეს კვლევა ამყარებს იმ აზრს, რომ ვირუსი უფრო ადრე იყო დაფიქსირებული ჩინეთშო.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ კავშირშია თუ არა მომართვიანობის გაზრდილი მაჩვენებელი ახალ ვირუსთან. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები ამყარებს ბოლო პერიოდში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ვირუსის გაჩენა ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზრის იდენტიფირებამდე გაცილებით ადრე მოხდა“,- ამბობენ კვლევის ავტორები.

კვლევაში ასევე საუბარია საძიებო სისტემებში ყველაზე ხშირად მოძებნად სიტყვებზეც. დროის ამ პერიოდში ადამიანები საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად ეძებდნენ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა „გაციება“ და „დიარეა".

კვლევას გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც აცხადებს, რომ კვლევა არ უნახავს, თუმცა მის შედეგებს უარყოფს და მას სასაცილოს უწოდებს.