35 წლის ქართველს სახლში 12,5 მილიონი უპოვეს

2020-06-10 02:59:35

ნიდერლანდების პოლიციამ 35 წლის ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელსაც სახლში 12,5 მილიონი ევრო უპოვეს. დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრება ედება.

ინფორმაციას ნიდერლანდების მედია ავრცელებს.

მამაკაცს თანხა 1 მაისს ეიდნჰოვენში მდებარე სახლში უპოვეს.

მისი ადვოკატის განცხადებით, დაკავებული არანაირ ქონებას არ ფლობს და ამასთან ერთად უსახლკაროც იყო.

ქართველი კაცი ამ დრომდე არაფერს ამბობს ფულის წარმომავლობის შესახებ.

პოლიციამ ჩხრეკისას ფულთან ერთად  ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ამუნიცია და ფულის სათვლელი აპარატი ამოიღო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები