თესალონიკში 36 წლის ქართველი დააკავეს

2020-06-08 17:16:16

თსალონიკში 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ავტომობილით 13 არალეგალი ავღანელი იმიგრანტი გადაყავდა.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ავტომობილით გადაადგილებისას ქართველ მამაკაცს პოლიციამ გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა მან სიჩქარე გაზარდა და გაქცევა სცადა.

ბერძნულმა პოლიციამ მისი შეჩერება და დაჭერა მაინც მოახერხა, მამაკაცმა დაკავებისას პოლციას წინააღმდეგობა გაუწია.

ქართველი კაცის ბრალად ედება უცხოელთა უკანონო ტრანსპორტირება, დაუმორჩილებლობა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დოკუმენტების გაყალბება და გზაზე ავტომობილის სახიფათო მანევრირებით გადაადგილება.

როგორც ბერძნულ მედიაში წერენ, მამაკაცს მართვის მოწმობაც არ ჰქონდა.
მამაკაცისთვის ჩამორთმეული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი დოკუმენტები, სამი ტელეფონი და თანხა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები