შემთხვევა რუსთავის ცხელების ცენტრში [video]

2020-06-06 18:00:29

რუსთავის ცხელების ცენტში მისულ ეკიპაჟს, საკარანტინე ზონაში გადასაყვანი მამაკაცი ადგილზე არ დახვდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს ცხელების ცენტრში.

პაციენტს ტესტი გუშინ აუღეს და დღეს მოსული პასუხის თანახმად მას კოვიდ19 არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც მისი კარანტინში გადაყვანა იგეგმებოდა, თუმცა მან სამედიცინო დაწესებულება თვითნებურად მიატოვა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ ახალგაზრდა კლინიკაში არ აღმოჩნდა, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებმა პირის იდენტიფიცირების შემდეგ მოახდინეს მისი ადგილმნდებარეობის დადგენა, რის შემდეგაც ის ცხელების ცენტრში დააბრუნეს. 

როგორც მამაკაცმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა მას არ სურდა საკარანტინე ზონაში წასვლა და გადაწყვიტა რომ თვითიზოლაციაში სახლში ყოფილიყო.

ახალგაზრდა საკარანტინე ზონაში უკვე გადაიყვანეს, მას 14 დღის განმავლობაში დააკვირდებიან.