რუსთავს, ჩინეთის ქალაქ შაოგუანის მუნიციპალიტეტის დელეგაცია სტუმრობს

2017-05-11 11:32:48

რუსთავს,ჩინეთის ქალაქ შაოგუანის მუნიციპალიტეტის დელეგაცია სტუმრობს. შეხვედრის ფარგლებში, რუსთავსა და ჩინეთის ქალაქ შაოგუანს შორის, დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და  ქალაქ შაოგუანის ვიცე-მერმა ჩენ ლი მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობა მიზნად, მხარეებს შორის კულტურისა და  ისტორიის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს. მემორანდუმის ხელმოწერას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.