რუსთავში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა [photo]

2020-06-05 13:38:18

უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და სანდო პროდუქციის შეძენა, თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში უკვე რუსთავშიც შესაძლებელია - ქალაქში მაღაზიათა ქსელ "ევროპროდუქტის" პირველი ფილიალი გაიხსნა. ®

შარტავას ქუჩის #2-ში მომხმარებელს საშუალება ეძლევა ერთ სივრცეში შეიძინოს პრემიუმ კლასის, ევროპიდან იმპორტირებული პროდუქცია, ისეთი, როგორიც არის უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტები, რძის ნაწარმი, ტკბილეული და სხვა.

რაც მთავარია, მაღაზიათა ამ ქსელში რუსთაველებს საშუალება მიეცემათ მრავალი დასახელების პროდუქტი ექსკლუზიურად სწორედ ამ სივრცეში იხილონ.

რუსთავის ფილიალში მაღაზიათა ეს ქსელი მომხმარებელს ბევრ სიახლეს სთავაზობს.  ვინაიდან საქართველოშიც გაჩნდა მოთხოვნა ბელორუსული ნაწარმის ასორტიმენტის გაზრდასა და მანამდე არარსებული სახეობების დამატებაზე, შარტავას #2-ში შეგეძლებათ შეიძინოთ ბელორუსული რძის ნაწარმის ნაირსახეობა, მაღაზიაში ამ კუთხით რამდენიმე ხაზია წარმოდგენილი. მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება, "ევროპროდუქტში" წარმოდგენილია "თეოსის" იოგურტის ხაზი, რომელიც არის მეტი ცილის შემცველობით და სხვადასხვა ხილის დანამატით. ასევე, "ევროპროდუქტმა" არ დაივიწყა პატარები და მათთვის მაღაზიაში შეგეძლებათ შეიძინოთ ბელორუსული "სუპერ ქიდ"-ის იოგურტები, რომელიც უკვე რეკომენდირებულია 3 წლის და ზემოთ ბავშვებისთვის.

მაღაზიაში წარმოდგენილია ევროპული, ყველაზე ცნობილი და მაღალი ხარისხის ყველის სახეობები, სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის ესპანური, უგლუტეინო ხორცპროდუქტები, რაც ნიშნავს იმას, რომ დამზადებულია გაუყინავი ხორცით. ასევე "ევროპროდუქტში" შეხვდებით საქონლისა და ხბოს ხორცისგან დამზადებულ ბელორუსულ პორდუქტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პროდუქცია უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

„ევროპროდუქტის“ მარკეტში წარმოდგენილი, განსხვავებული ტკბილეულის ნაირსახეობა ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ.

მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს ორგანული, უგლუტეინო და ულაქტოზო პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, დიაბეტურ-დიეტურ ხაზს.

ფილიალში დაგხვდებათ აქციები. ფასდაკლებულ პროდუქციასთან ერთად კი შესაძლოა მიიღოთ სხვადასხვა საჩუქარიც. გარდა ამისა, შეგეძლებათ გახსნათ დაგროვებითი ბარათი და დაგროვილი ქულები გადაცვალოთ სხვადასხვა პროდუქციაში.

ადვილია გააკეთო არჩევანი იქ, სადაც ჯანსაღ, სასარგებლო და გემრიელ პროდუქტს გთავაზობენ.

ქართულ ბაზარზე ყველაზე ხარისხიანი და სანდო პროდუქციის შეძენა რუსთაველებისთვის  ყოველ დღე, დილის 09:00 საათიდან 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები.