სომხეთში ვითარება კვლავ მძიმეა

2020-06-05 12:58:02

სომხეთში  კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის 5 ივნისის მონაცემებით, სომხეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 11 817 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 513 ადამიანი, ხოლო 183 პაციენტი გარდაიცვალა.

მკურნალობას განაგრძობს 8 052 ინფიცირებული.