2020-06-04 16:11:51
თურქეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას 10 ივნისიდან გეგმავს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ამ თვის განმავლობაში ანკარა 40 ქვეყანაში აპირებს ფრენების განხორციელებას, 15 სახელმწიფოსთან კი შეთანხმებას უკვე მიაღწია.
1-ელ ივნისს თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა. პანდემიამდე ქვეყნის ავიახაზები ფრენებს 92 სახელმწიფოში ახორციელებდა.