სომხეთში ეპიდვითარება უარესდება

2020-06-04 12:08:02

COVID19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები - "ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ თუ რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და როგორ შეიცვალა მაჩვენებელი ბოლო პერიოდში.

რუსეთი - ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთშია. დაინფიცირებულთა რაოდენობა 441 108 შეადგენს, მათ შორის 204,623 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5,384 გარდაცვლილი.

თურქეთი - დაინფიცირებულია 166,422 ადამიანი, მათ შორის 130,852 გამოჯანმრთელებულია ადამიანი, გარდაცვლილი კი 4,609 .

სომხეთი -  დაინფიცირებულია 11,221 ადამიანი, მათ შორის 3,468 გამოჯანმრთელებილი, 176 გარდაცვლილი.

აზერბაიჯანი -  დაფიქსირებულია 6,260 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3,665 ადამიანი, 76 კი გარდაცვლილი.

ეპიდვითარება საგძნობლად უარესდება სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა.