ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის გასასვლელში [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის გასწვრივ არსებულ არხში ჩავარდა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.