3 ივნისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-06-02 18:18:54

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს 06:30-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, ქუთაისის, მეგობრობის, მესხიშვილის, თბილისის, ფალიაშვილის, ვახუშტის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.