მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-05-31 22:21:56

1 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.  2-3 ივნისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 1-4 ივნისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა 1-2 ივნისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ივნისს +31 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 1 ივნისი +29°C, 2 ივნისი +31°C, 3 ივნისი +30°C, 4 ივნისი +31°C.