COVID19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები - "ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ თუ რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და როგორ შეიცვალა მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.
რუსეთი - ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთშია. დაინფიცირებულთა რაოდენობა 396 575 შეადგენს, მათ შორის 167 469 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4555 გარდაცვლილი.
თურქეთი - თურქეთში კი მეზობელ ქვეყნებს შორის, ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილია. დაინფიცირებულია 163 103 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 126 984 ადამიანი, გარდაცვლილი კი 4515.
სომხეთი - დაინფიცირებულია 8927 ადამიანი, მათ შორის 3297 გამოჯანმრთელებილი, 127 გარდაცვლილი.
აზერბაიჯანი - დაფიქსირებულია 5246 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3227 ადამიანი, 61 კი გარდაცვლილი.