უქმდება თუ არა ტანსაცმლის მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები

2020-05-29 14:33:47

ჯანდაცვის სამინისტრომ სავაჭრო მოლების და ცენტრებისთვის, ასევე დახურული სივრცის კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.

რეკომენდაციების მიხედვით ტანსაცმლის მაღაზიებში გამოსაცვლელეი ოთახები არ უქმდება, თუმცა მატ ყოველ 2 საათში ერთხელ აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ დეზინფიცირება.

სამუშაო საათის შემდეგ კი უნდა ჩატარდეს სრული დეზინფექცია.

სავაჭრო ცენტრების შესასვლელთან თერმოსკრინინგის კამერის საშუალებით უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა.

მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს. ამასთან, მოლის სივრცეში მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

ასევე უნდა მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით.

რაც შეეხება დახურული სივცრის კვების ობიექტებს, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2 მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს.

ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებელის განთავსებაა ნებადართული და მათ შორის უნდა იყოს ერთ მეტრიანი დისტანცია დაცული.

კვების ობიექტები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

რეკომენდებულია, რომ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ იქნას შეთავაზებული, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.

რაც შეეხება მოთხოვნებს ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, ამ შემთხვევაში მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე კვების ობიექტების მსგავსია.

კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.

რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.