ქვემო ქართლში კოვიდიფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა.
ორივე შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, გაავრცელა.
ამ დროისთვის ქვემო ქართლის მხარეში ყველაზე მეტი ინფიცირებული სწორედ ბოლნისშია, მათი რიცხვი 165-ია, გამოჯანმრთელებულია 76 და გარდაცვლილია 3.
თეთრიწყაროშია 55 დადასტურებული კოვიდინფიცირება და მათგან 34-ია გამოჯანმრთელებული.
მარნეულშია 25 ინფიცირება და მათ შორის 23-ია გამოჯანმრთელებული.
ხოლო რუსთავში მხოლოდ 9 დადასტურებული შემთხვევა იყო და ამ დროისთვის ყველა მათგანი გამოჯანმრთელებულია.