მთავრობის გადაწყვეტილება

2020-05-28 10:43:07

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 1 200-ლარიანი დახმარების გაცემისას სეზონურად დასაქმებულ იმ ადამიანებსაც გაითვალისწინებენ, ვისაც წინა წლის ბოლო 6 თვეში ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდებოდა.

გახარიამ ფინანსთა სამინისტროს დავალება მისცა, რომ ასეთი ადამიანების დასახმარებლად შემთხვევაში პირველი კვარტლის პრინციპში ცვლილებები შეიტანონ.

"დებულებაში გაწერილი იყო, რომ 1200 ლარიან დახმარებას მაშინ მიიღებდა დასაქმებული თუ პირველი კვარტალში ერთი თვე მაინც უფიქსირდებოდა ოფიციალური ხელფასი და ამ ადამიანებს, სეზონი არ იყო და შესაბამისად ხელფასი არ უფიქსირდებოდათ, აგერაა ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მიიღებს დავალებას, წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ ვინმე სისტემური, ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანების ინტერესს გავითვალისწინებთ, ამ პირველი კვარტლის პრინციპს არ მივაქცევთ ყურადღებას და ამ ცვლილებას შევიტანთ", — განაცხადა გახარიამ.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 1 200-ლარიან დახმარებას ის დასაქმებულები მიიღებენ, ვინც 2020 წლის პირველ 3 თვეში შემოსავალს იღებდნენ და აპრილიდან ხელფასის გარეშე დარჩნენ.

RUSTAVI