თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა [video]

2020-05-28 03:13:19

თურქეთში, ტრაპიზონთან ახლოს, მეტეორი ჩამოვარდა. [ვიდეო/video]

ინფორმაციას თურქული BBC-ი სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს.

მეტეორი თურქეთის დროით 20:30 წუთზე ჩამოვარდა და მისი ჩამოვარდნის მომენტი სხვადასხვა ობიექტზე დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს.

ასევე სოციალურ ქსელში ადამიანების მიერ უნებლიედ გადაღებული კადრებიც ვრცელდება, სადაც ასახულია, თუ როგორ ეცემა მიწაზე მანათობელი უცხო ობიექტი, რომელიც მეტეორი აღმოჩნდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები