2020-05-26 15:31:40
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვარია ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა თელავის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.