საქართველოს სტატისტიკის სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ
(ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა) 3 718,2 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,1 პროცენტით ნაკლებია.
2016 წელს კი ემიგრანტების რიცხოვნობამ 98,3 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2,4 პროცენტით მეტია. გარდა ამისა, იმიგრანტების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 2,5 პროცენტით შემცირდა და 90,2 ათასი კაცი შეადგინა. შედეგად კი 2016 წელს მიგრაციული სალდოს (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობას შორის) უარყოფითი მაჩვენებელი -8,1 ათასი კაცის დონეზე დაფიქსირდა.