მამუკა ხამხაძე სკოლის ლიდერებს შორის

2020-05-26 22:13:40

2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტებს შორის ქალაქ რუსთავის, N4 საჯარო სკოლის დირექტორი, მამუკა ხამხაძეა.

"ეს კონკურსი შედგებოდა რამდენიმე კრიტერიუმისგან, საჭირო იყო განაცხადის შევსება. შემდეგ ხდებოდა ტექნიკური გადარჩევა და ამორჩეულ კონკურსანტებს შორის ტრენინგი ჩაატარა უცხოელმა ექსპერტმა, რომელმაც მოგვცა დავალებები, როგორც ჯგუფური ისე ინდივიდუალური. ამის შემდეგ მოხდა შესრულებული დავალებების შეფასება. 25 მაისს უნდა გამოვლენილიყო კონკურსის გამარჯვებული, მაგრამ პანდემიის გამო ვადები შეიცვალა", - "ინფო რუსთავთან" საუბრისას ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ განაცხადა. 

კონკურსის 10 ფინალისტს შორის ასევე არიან:

 

ინა ბიწაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი;
ლენა გომართელი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი;
მორის დანდურიშვილი – ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი;
მარინა ისკაკოვა – ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი;
გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი;
ნინო წიფიანი – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი;
შორენა ხუხუა – ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.

კონკურსის კრიტერიუმებია:

ისტორია და მოტივაცია;

სკოლის მართვა და განვითარება;

სწავლა - სწავლის ხარისხის განვითარება;

ინკლუზიური და პოზიტიური სასკოლო კლიმატის განვითარება;

რესურსების განვითარება და მოზიდვა.

კონკურსში სამი გამარჯვებული სექტემბრის თვეში გამოვლინდება.

გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი.

სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს.

სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

RUSTAVI