როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

2020-05-25 16:50:47

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალური საკითხია.

თბილისის მერმა, კახი კალაძემ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის სავარაუდო თარიღი დაასახელა და განაცხადა, რომ ტრანსპორტით გადაადგილება სავარაუდოთ ივნისის პირველ რიცხვებში განახლდება.

რაც შეეხება წესებს, რომლებიც ტრანსპორტში მგზავრების ყოფნის დრო უნდა იყოს დაცული, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით სამინისტრო ამ საკითხებზე მუშაობს.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეგულაციების შემუშავება, ეს რეგულაციები გულისხმობს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის გამოყენებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ვინტილაცია, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მგზავრების რა რაოდენობა იქნება დაშვებული თითოეული ფორმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.