"შსს-მ 22 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა"

2020-05-23 19:52:43

საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაწერილი ჯარიმების საერთო ოდენობამ 22.5 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ე.წ კომენდანტის საათის, მანქანით გადაადგილებისა და დისტანციის დაცვის წესების დარღვევისთვის 7,500-მდე ფიზიკური პირი და 18 ორგანიზაცია დაჯარიმდა.

ცნობისთვის, თუ მოქალაქე არ ეთანხმება მის მიმართ მიღებულ ადმინისტრაციული სამართალდამცავი დარღვევის ოქმს, მას შეუძლია აღნიშნული დადგენილება სასამართლოში გაასაჩივროს.