რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

2020-05-24 13:32:40

COVID19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები - "ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ თუ რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და როგორ შეიცვალა მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

რუსეთი - ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთშია. დაინფიცირებულთა რაოდენობა 344 481 შეადგენს, მათ შორის 113 299 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3541 გარდაცვლილი.

თურქეთი - თურქეთში კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილია. დაინფიცირებულია 155 686 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 117 602 ადამიანი, გარდაცვლილი კი 4308.

სომხეთი -  დაინფიცირებულია 6661 ადამიანი, მათ შორის 3064 გამოჯანმრთელებილი, 81 გარდაცვლილი.

აზერბაიჯანი -  დაფიქსირებულია 3982 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2506 ადამიანი, 49 კი გარდაცვლილი.