რუსთავის ციხის რესტავრაცია გრძელდება

2020-04-24 13:26:27

რუსთავში, ისტორიული ციხის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი განახლდა.

სამუშაოები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში იყო შეჩერებული.

"რესტავრატორებმა დაიწყეს მუშაობა უკვე რამდენიმე დღეა. არქეოლოგებმა ამ ეტაპზე ვერ დავიწყეთ მუშაობა, რადგან შიდა ტრანსპორტი არ მუშაობს და ვერ ახერხებენ მოსვლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები და ჯერჯერობით მიმდინარეობს გარეპირის ამოყვანა", - განაცხადა რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა, რომლის განხორციელებისთვის ფონდმა "ქართუმ" 100 000 ლარი გამოყო.