საპროტესტო აქცია ვაზიანში

2020-05-22 18:13:57

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი მთავარი პრობლემა საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა და სასმელი წყლის არ არსებობაა.

მათი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს, მიიღეს კიდეც მათგან მისი მოგვარების დაპირებ, თუმცა არაფერი გაკეთებულა.

აქციის მონაწილეებმა ასევე გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობის ტარიფი გაიზრდება. ისინი ადგილობრივ მთავრობას დახმარებას სთხოვენ, რომ მგზავრობის ფასმა არ მოიმატოს, ან არსებული მიკროავტობუსები ავტობუსებით ჩაანაცვლონ.

აქციის მონაწილეებთა მისული იყო ვაზიანის გამგებელი რამაზ მარგიანი და მათი პრობლემები მოისმინა.

როგორც გამგებელმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს ეტაპობრივად გვარდება და აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის პარტაქტივი უწოდა.

იხილეთ ვიდეო აქციიდან.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები