რა შემთხვევაში შემოუშვებენ ტურისტებს საქართველოში

2020-05-22 13:57:56

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, იმ ტურისტებს, რომლებიც საქართველიში ჩამოვლენ, სავარაუდოთ დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ, რომლითაც დადასტურდება, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული არიან კორონავირუსზე და მათი პასუხი PCR ტესტით უარყოფითია.

,,პირობები, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი იმიტომ, რომ იგივე ჩვენი მოქალაქეები უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად, ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.

ალბათ შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტივით მსგავსი დოკუმენტი, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული უნდა იყო და გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. შემდეგ კიდევ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმია. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელება დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ამ მხრივ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ტურისტების მიღება საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება.