როგორია ეპიდმდგომარეობა ქვემო ქართლში

2020-05-22 13:21:01

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვემო ქართლში ეპიდმდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვის 36% სწორედ ქვემო ქართლის სამ რეგიონზე, ბოლნისზე, თეთრიწყაროსა და მარნეულზე მოდის.

ამ დროისთვის ყველაზე ცხელ წერტილად ბოლნისის 2 სოფელი, მუშევანი და გეტა რჩება. გამყრელიძის თქმით, სოფელ გეტაში უკვე გამოკვლეულია მთლიანად მოსახლეობა. 320 აღებული ნიმუშიდან 18-ზე კორონავირუსის ინფიცირება არმოჩნდა.

მუშევანში 700 ადამიანიდან 522-ია გამოკვლეული, რომელთაგანაც ინფიცირება 55-ს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სოფელ მუშევანში მოსახლეობის დაყოლიება ტესტირებასა და თანამშრომლობაზე სახელმწიფოს გაუჭირდა.

გამყრელიძის თმქით, სოფლების გახსნა მას შემდეგ მოხდება, როცა ყველა ადამიანს გამოიკვლევენ და ორი საინკუბაციო პერიოდიც ჩაივლის, ანუ დაახლოებით 28 დღე.

მისი განცხადებით, ბოლნისის მსგავსი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე სოფელში ეპიდაფეთქება მოხდა, შესაძლოა, სხვაგანაც განმეორდესროგორც. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების ერთი მიზეზი არ არის, ბევრი მიზეზია. იქ მოხდა ეპიდაფეთქება, როდესაც ერთი ადამიანისგან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. შემდგომ ბევრი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების, ერთმანეთში არსიარულის, ამ დიდი ოჯახების არშეკრების, იგივე სოფლიდან სოფელში არსიარულის, არ განხორციელდა.

ამიტომაც გავრცელდა ამ ორ სოფელში ინფექცია.

ერთ სოფელში საკმაოდ კარგი იყო დამყოლობა, რომ გამოკვლევებზე ადვილად დავითანხმეთ საზოგადოება.

იმის, გამო, რომ დაცული არ იყო რეკომენდაციები, რაც ეძლეოდათ, მივიღეთ ეს მდგომარეობა. ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა იყოს, რადგან მსგავსი, შეიძლება სხვაგანაც განმეორდეს.

ჩვენ დღეს დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. შეიძლება ვიღაც ადამიანი ისევ შემოვიდეს, ჩვენს თანამემაულეებს დაბრუნებაზე უარს ხომ ვერ ვეტყვით რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ ევროპიდან?! 20 ათასზე მეტი ადამიანია გადმოყვანილი ორგანიზებულად. უზარმაზარი საქმეა გაკეთებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.