მამამ შვილი მოკლა

2020-05-21 22:48:43

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში მამამ შვილი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცს  სასიკვდილო ჭრილობა მამამ დანით მიაყენა.

დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით მამა, რომელიც შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავებულია. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.